სტატიები
საჭადრაკო ნოტაცია - ჭადრაკის ენაა!

საჭადრაკო ნოტაცია - ჭადრაკის ენაა!

erik
| 392 | დამწყებთათვის

საჭადრაკო ნოტაცია - მოხერხებული საშუალებაა ჩაიწეროთ პარტიები, რომ შემდგომ განმეორებით გაითამაშოთ ისინი, შეისწავლოთ ტაქტიკა, გაიგოთ შეცდომები, ან ანახოთ მეგობრებს. სცადეთ ჩაიწეროთ თქვენი შემდეგი პარტია და ნახავთ, რომ არაფერია უფრო სასიამოვნო, ვიდრე სწორად დასმული ძახილის ნიშანი მომგებიანი სვლის აღსანიშნავად, რომელმაც გადაწყვიტა თამაშის შედეგი.

ალგებრული ნოტაცია

ყველაზე მარტივ და გავრცელებულ ფორმას საჭადრაკო პარტიების ჩაწერისა უწოდებენ ალგებრაულს. იგი მონიშნავს საჭადრაკო დაფის ბადეს ასოებითა და ციფრებით.

ამ დიაგრამაზე თეთრი მეფე დგას უჯრაზე c3, ხოლო შავი მეფე უჯრაზე h5.

პირველი ჰორიზონტალი (რიგი) - ესაა დაფის ბოლო, სადაც განლაგებულია თეთრი ფიგურები; შავები განლაგებულია მე-8 ჰორიზონტალზე. ვერტიკალები (ხაზები) აღინიშნებიან მარცხნიდან მარჯვნივ თეთრების მხრიდან.

ასოები გამოიყენება ფიგურების აღსანიშნავად შემდეგნაირად:
მფ: მეფე
ლ: ლაზიერი
ე: ეტლი
კ: კუ
მ: მხედარი
პ: პაიკი (მაგრამ ერთობივლად მიღებული პრაქტიკით “პ“-ს ჩაწერისას ჩვეულებრივ არ წერენ)

How to Write a Chess Move

როგორ ჩავიწეროთ სვლა

სვლა რომ ჩავწეროთ, უნდა აღვნიშნოთ ფიგურის და უჯრის დასახელება, რომელზედაც ფიგურა გადაადგილდება. თუ ფიგურა აიღეთ, საბოლოო უჯრის დაწერამდე ჩვენ ვწერთ სიმბოლოს „X“, რაც ნიშნავს „აღებას“.

მაგალითად ამ პარტიაში პირველი სვლა თეთრებისაა - მC3: მხედარი მიდის უჯრაზე c3.
შავები პასუხობენ f5 (გახსოვდეთ , “პ“ არ ვწერთ). თეთრები თამაშობენ e4, და შავები იღებენ პაიკს fxe4, f იღებს e4 -ზე. ასო f ცვლის პაიკის სახელს, იმიტომ, რომ „პ“ არ იწერება. თეთრებიც იღებენ მxe4. პარტიის დანარჩენი ნაწილი ჩაწერილია ასე

...        Kf6
Kxf6+ gxf6
ლh5#
+ ქიშის ნიშანია, ხოლო # შამათის ნიშანი.

სპეციალური სიმბოლოები

x: აღება
0-0: მოკლე როქი
0-0-0: გრძელი როქი
+: ქიში
#: შამათი
!: კარგი სვლა
?: ცუდი სვლა

მეტი რაოდენობა ამ ნიშნებისა „!“ და „?“ დაისმება დამატებითი აქცენტისათვის.

არაერთმნიშვნელობის გამორიცხვა

საკმარისია ეd1, რომ გავიგოთ რომელი ეტლი აკეთებს სვლას?

სიტუაციებში, როცა ნოტაცია არაერთმნიშვნელოვანია, ჩაამატეთ ჩანაწერში დამატებითი ასო ან ციფრი, რომელიც გიჩვენებთ იმ ფიგურის საწყის მდებარეობას, რომელიც სვლას აკეთებს. ჩვენ შემთხვევაში ჩანაწერში ეad1, ეტლი a ვერტიკალიდან d1 უჯრაზე, გადაჭრის ამ პრობლემას. როცა პაიკი იღებს მეტოქის ფიგურას, ყოველთვის მიანიშნეთ საწყისი ვერტიკალი, როგორც ჩვენ გავაკეთეთ ზევით, ჩავწერეთ რა fxe4 და gxf6.

Other Chess Notation

სხვა აღნიშნვები

მოთამაშეთა უმეტესობა დღეს იყენებს ალგებრაულ აღნიშვნებს, მაგრამ არის რამდენიმე ვარიანტი:
გრძელი ალგებრაული აღნიშვნები მიუთითებენ როგორც საწყის ადგილმდებარეობას, ასევე თითოეული სვლის საბოლოო უჯრას.

აღწერითი ნოტაცია, უფრო ძველი სისტემა, გამოსახავს ჭადრაკის დაფის ვერტიკალებს ფიგურების სახელებით. მაგალითად, ვერტიკალი C იწოდება ლC , ანუ ლაზიერის კუს ვერტიკალი. ჰორიზონტალები აღინიშნებიან თითოეული მოთამაშის მხრიდან. თეთრებისათვის ლC3 - ისევე, როგორც შავებისთვის ლC6.

გადაიწერეთ უფასოდ საჭადრაკო ნოტაციის ცხრილი

თქვენ შეგიძლიათ ატვირთოთ უფასო ცხრილები აქ, ან შეიძინოთ წიგნი, მსგავსად ამისა რათა ჩაიწეროთ პარტიები, მაგრამ შეიძლება დაწყება უბრალო ცალხაზიანი რვეულის გვერდზეც.

Printable Chess Scoresheet

erik
Erik

[Please Note: Don't send me Tech Support, Abuse Reports, or other "Site" issues. Please contact Chess.com Support for those things. But I do love thank you notes and personal messages! Thank you!]

Yes, I am the guy who started Chess.com (along with Jay, Igor, Piotr, and many others). I have 3 amazing daughters, one wild son, and a wonderful, patient wife! I learned chess when I was 8 years old. Since then I have been playing, studying, and enjoying it regularly. I prefer semi-open and closed positions that blow up tactically (like the Closed Sicilian, King's Indian, Glek etc). 

Want to know more about how Chess.com got started? Read about it here!